Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ანასტასია ზაქარიაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. მინიჭებული აქვს კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.
2005 წლიდან დღემდე მუშაობს თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტში. არის ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
2011-2014 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსის მოადგილე, აგრეთვე თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
არის სამოცამდე პუბლიკაციის, მათ შორის სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების ავტორი. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო გრანტებში. ორგანიზატორი და მონაწილე იყო 50-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის – როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, იტალიაში, ისრაელში, პოლონეთში, რუმინეთში, უკრაინაში და ა.შ.